საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოსკოვში მსოფლიო თასზე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს  შვიდკაცა რაგბის ნაკრები, პორტუგალიაში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალში გავიდა და გაისად მოსკოვში მსოფლიოს თასზე, 24 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებს.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში შედარებით იოლი მეტოქე, უკრაინის ნაკრები 19:12 დაამარცხეს.

მანამდე კი "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებეთან ერთად ასპარეზობენ და
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქე დაამარცხეს, მათ შორის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები - 33:17.

საქართველოს ნაკრები: ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი),
მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტამაშების ნახვა სად სეიდზლება
120gia
00:09 23-07-2012
0
ჩანაწერის ნახვა სად შეიძლება?
GAGA
00:07 23-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული