საქართველოს ნაკრებმა ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ეს ტურნირი მეორედ ტარდება და პირველ გათამაშებაში ჩვენი მორაგბეები მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ.

ამჯერად საქართველოს ნაკრებმა, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდა მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეექვსე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული კი მასპინძლებმა, ფრანგმა მორაგბეებმა მოიპოვეს, რომლებმაც ფინალში რუსეთის ნაკრებს სძლიეს. ბრინჯაოს მედლები იტალიელებს ერგოთ. ამ ქვეყნების ნაკრებების გარდა, ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის იბრძოდნენ: პორტუგალია, ინგლისი, რუმინეთი, ესპანეთი, ბელგია, უკრაინა.

საბოლოო მდგომარეობა
1. საფრანგეთი, 2. რუსეთი, 3. იტალია,
4. პორტუგალია, 5. ინგლისი, 6. საქართველო, 7. რუმინეთი, 8. ესპანეთი, 9. ბელგია, 10. უკრაინა.

ქვიშის რაგბის ნაკრები
გიორგი ფრუიძე (აია), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი ნათელაშვილი, ვაჟა ხუციშვილი (ორივე-ხარები), გიორგი აფციაური (არმია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ილია მელაძე (აკადემია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული