თბილისს სამხრეთაფრიკული სასკოლო რაგბის გუნდი "პიონერები" სტუმრობს

AutoSharing Option
თბილისს სამხრეთაფრიკული სასკოლო რაგბის გუნდი "პიონერები" სტუმრობს. მათ თბილისში ჩამოსვლა ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და მოწვევის გარეშე გადაწყვიტეს.

გუნდის ხელმძღვანელობის განცხადებით, საქართველოსა და ქართულ რაგბიზე ბევრი რამ სმენიათ, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებია.

"ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება საქართველოს ახალგაზრდულ კლუბებთან თამაში და ასევე, თქვენი ქვეყნის დათვალიერება" - ამბობენ სამხრეთაფრიკელები.

სკოლაში 635 მოსწავლეა, აქედან 284 ბიჭი, რომლებიც 10 სხვადასხვა ასაკობრივ სკოლის სარაგბო გუნდში ირიცხებიან.

"პიონერები" ყოველწლიურად თამაშობს სამხრეთ აფრიკის სასკოლო ჩემპიონატში და საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს.

გასულ
წელს მათ რამდენიმე ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგეს და დაეუფლნენ სუპერთასს.

"პიონერებმა" პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართა და 3:27 წააგო.

ასეთი მარცხი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მომქანცველ ფრენასთან და აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა, თან დაგვპირდა, რომ მომდევნო მატჩები სულ სხვაგვარად წარიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული