ძლიერი "სუსტი სქესი" - მორაგბე ქალები მოედანზე და მოედნის მიღმა [VIDEO]

AutoSharing Option
მძლეოსნობა, ფეხბურთი, რაგბი - ეს ბელა გოგსაძის მთელი ცხოვრებაა. ე.წ. სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენელი - საკუთარ თავს ასე აფასებს. სპორტში 12 წლიდანაა და აქ დარჩენა კიდევ დიდხანს სურს.

ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. ეს ოცნება არ აუხდა, თუმცა სპორტსაც ხელოვნებად მიიჩნევს და სცენის ნაცვლად, ლამაზად თამაშს და კარგ სანახაობას მოედანზე ჰპირდება გულშემატკივარს.

მორაგბე ქალბატონები წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობენ და ყველას უმტკიცებენ, რომ ქალებისთვის სისუსტეები და სირთულეები არ არსებობს.

მოედანზე ყველა ერთადერთი მიზნით გამოდის - მაქსიმალურად დაიხარჯონ, რათა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდს მაქსიმალური
წარმატება მოუტანონ.

VideoSportall.Ge
ძლიერი სუსტი სქესი - მორაგბე ქალები მოედანზე და მოედნის მიღმა


ნინო ჭანია
www.palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული