დევმა დრაკონი დასცა

AutoSharing Option
საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა რაგბის სამოყვარულო გუნდი, მოსკოვის "დრაკონი", რომელმაც ამხანაგური მატჩი გამართა ქართულ სამოყვარულო გუნდ თბილისის "დევებთან".

შეხვედრა, რომელიც გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა "დევების" უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად თბილისელი მორაგბეები დაწინაურდნენ - 10:0, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

მეორე ტაიმში "დევებს" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვით, მეტოქეს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და 22:10 მოუგეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული