შეხვედრა, რომელიც გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა "დევების" უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად თბილისელი მორაგბეები დაწინაურდნენ - 10:0, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
მეორე ტაიმში "დევებს" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვით, მეტოქეს ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და 22:10 მოუგეს.