ლელო რაგბის სამსახურში

AutoSharing Option
ამას წინათ საქართველოში ჩამოყალიბდა ლელოს ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად არჩეულია გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

ფედერაცია აქტიურად შეუდგა მუშაობას. ტარდება შეჯიბრებები; ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ისევე, როგორც ქართული ჭიდაობა აძლიერებს შესაბამის საერთაშორისო სახეობებს, ლელობურთმა ხელი შეუწყოს საქართველოში რაგბის მასობრიობას, ნიჭიერ ახალგაზრდებს გზა გაუკვალოს დიდ რაგბიში.

ერთობლივად სწორედ ამ სულისკვეთებით ჩაატარეს სამტრედიაში ლელოს ფედერაციამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ბავშვთა ფესტივალი ლელოში მარტვილის, საჩხერის, ხობის, სამტრედიის და ქუთაისის გუნდების მონაწილეობით.

მოზარდებმა ცენტრალურ სტადიონზე ითამაშეს როგორც რაგბი, ასევე ლელო. ფესტივალი ჩატარდა მაღალ დონეზე.

თამაშების დამთავრების შემდეგ
გუნდები დააჯილდოვა სამტრედიის რაიონში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ყოფილმა მორაგბემ და ამჟამად ლელოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული