ფედერაცია აქტიურად შეუდგა მუშაობას. ტარდება შეჯიბრებები; ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ისევე, როგორც ქართული ჭიდაობა აძლიერებს შესაბამის საერთაშორისო სახეობებს, ლელობურთმა ხელი შეუწყოს საქართველოში რაგბის მასობრიობას, ნიჭიერ ახალგაზრდებს გზა გაუკვალოს დიდ რაგბიში.
ერთობლივად სწორედ ამ სულისკვეთებით ჩაატარეს სამტრედიაში ლელოს ფედერაციამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ბავშვთა ფესტივალი ლელოში მარტვილის, საჩხერის, ხობის, სამტრედიის და ქუთაისის გუნდების მონაწილეობით.
მოზარდებმა ცენტრალურ სტადიონზე ითამაშეს როგორც რაგბი, ასევე ლელო. ფესტივალი ჩატარდა მაღალ დონეზე.
თამაშების დამთავრების შემდეგ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"