"მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ხშირად ვიყავი, ლელოს პირველად დღეს ვნახავ. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, დავსწრებოდი ამ თამაშს, რომლის ისტორიაც 1799 წელს იწყება.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით და არ არის გამორიცხული, რომ მას უფრო ადრეც თამაშობდნენ.
მინდა, მოგილოცოთ ყველა შუხუთელს, ყველა გურულს ეს დღე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერი ბოლო წუთამდე ადევნებდა თვალს თამაშს. ის ლელოს წესებითაც დაინტერესდა. ბოლოს კი საკინჭიეს ღელესთანაც მივიდა, რომლის გადალახვით სამწლიანი
ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვებულებს პირადად მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შუხუთის ლელოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, ხოლო ერთი წლით ადრე მაშინდელი შს და იუსტიციის მინისტრები - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"