ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნის დღე

AutoSharing Option
19 ივნისს ქუთაისში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბის, ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ამიერიდან ნუგზარ ძაგნიძის სახლის ფასადს მისი მემორიალური დაფა დაამშვენებს. ამასთან ერთად, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში შედგა ნუგზარ ძაგნიძის სპორტული კარიერის ამსახველი წიგნის პრეზენტაცია და მოეწყო ფოტოგამოფენა.

ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნის საპატივცემულოდ ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა საბავშვო რაგბის ფესტივალი, რომელშიც ქუთაისის მოზარდ მორაგბეთა გუნდებმა იასპარეზეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პოლონეთის ქალაქ გდანსკში,უფრო სწორად მის გარეუბანში საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონწილეობა შესარჩევ ტურნირში, სადაც ადგილობრივ და რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ერთადერთი მარცხი რუსეთის ნაკრებთან მაშინ ვიწვნიეთ. გუნდი აბსოლუტურადა უვერჯიშებელი იყო და ორი წელი არ შეკრებილა საერთოდ,ბევრი მორაგბე კი რაგბს საერთოდ ჩამოცილებული.რუსებმა ლელო ვერ დაგვიდეს, მაგრამ ჯარიმების რაოდენობით გვაჯობეს. თამაშის წინ როცა ნუგზარი ცენტრალური ხაზის სხვადასხვა მონაკვეთიდან ბურთს კარში ურტყავდა ერთიც არ აუცილებია და რუსთა ნაკრების თავკაცი ხუმრობით თხოვდა" ნუგზარჩიკ პოჟალეი"...ხოლო მოედნის გარეთ საფრანგეთის ნაკრების ერთერთი მწვრთნელი და ჟურნალისტი კამერით იღებდნენ ნუგზარის ვარჯიშსა და თამაშს!...მაშინ ამ ფრანგმა განაცხადა: ასეთი მორაგბის თამაში ისტორიაში უნდა დარჩეს და მისი არ ჩაწერა დანაშაულიაო...ამ ყველაფერს თავად ვესწრებოდი და გუშინდელივით მახსოვს...უდიდესი მორაგბე!...ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ნუგზარ!
murtalo
15:10 20-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული