"დევები" "ძუნწ ბებრებს" დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე სამოყვარულო გუნდი თბილისის "დევები" 12 ოქტომბერს საერთაშორისო მატჩს გამართავს.

თბილისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავადან ვეტერან მორაგბეთა კლუბი "ოლდ ქროჯერსი", ანუ "ძუნწი ბებრები" ეწვევიან.

შეგახსენებთ, რომ "დევები" ქართველი ქომაგებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სამოყვარულო გუნდია, რომელიც ოვალური ბურთით თამაშის ტრადიციებისა და ფასეულობების ერთგულია.

ასეთივე სულისკვეთება ახასიათებს სტუმართა გუნდს, რომლის შემადგენლობაში, ძირითადად, ინგლისელი, ირლანდიელი, ფრანგი და შოტლანდიელი მოყვარული მორაგბეები ირიცხებიან.

ისინი ვარშავაში სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და უცხოურ კომპანიებში მუშაობენ და პარალელურად, რაგბის თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ "ოლდ ქროჯერსის" შემადგენლობაში თბილისში
ითამაშებს "კლერმონისა" და საფრანგეთის ნაკრების მორაგბის, ორელიან რუჟერის ძმა ბატისტ რუჟერი.

შეგახსენებთ, რომ ეს "დევებისთვის" პირველი საერთაშორისო შეხვედრა არ არის. არცთუ დიდი ხნის წინათ თბილისში ანალოგიური ვიზიტით მოსკოვის "დრაკონები" იმყოფებოდა. "ოლ ქროჯერსთან" დაპირისპირებას "დევები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Harlem Shake ქართველი მორაგბეების შესრულებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული