ამერიკელმა მორაგბეებმა ქართველ ბავშვებს საჩვენებელი ვარჯიში ჩაუტარეს

AutoSharing Option
აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც თბილისში საერთაშორისო ტესტ-მატჩის სათამაშოდ ჩამოვიდა, ქართველ ბავშვებს საჩვენებელი გასართობი ვარჯიში ჩაუტარეს. ღონისძიება აშშ-ის საელჩოსა და რაგბის გულშემატკივართა ასოციაციის ორგანიზებით, სპორტულ კომპლექს "სკაში" ჩატარდა.

ამერიკის ნაკრების მოთამაშეებთან ერთად 75-მა ბავშვმა ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ თბილისში და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ბავშვები, რომელთა ნაწილი უნარშეზღუდულია. 

სპორტულ ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგზდონიც ესწრებოდა. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა მორაგბეებმა მნიშვნელოვანი მატჩის წინ ბავშვებთან შესახვედრად დრო გამონახეს. ლოგზდონმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. 

საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებების შეხვედრა ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული