ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან "ლელო week"-ი და "პალიტრა TV".
4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს.
საქართველოში მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ და კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.
Wings for Life World Run-ის
"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობა 2000-3000-ს შეადგენს, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობას 200 000-ზე მეტი მორბენალი მიიღებს.
"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.
მონაწილეებს შორის იქნებიან სერფინგის ვარსკვლავი რობი ნეიში, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები - სებასტიან ვეტელი, დევიდ კულტჰარდი და ედი ჯორდანი, მოთხილამურე ლუკ ალფანი, ტრიატლონელი მარკ ჰერემანსი, მორბენალი საბრინა მოკენჰაუპტი და სხვა ცნობილი სპორტსმენები
- ისინი Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები არიან მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-ი და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.
მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com, 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით. (იხილეთ ვიდეო)
® ნათია ლეშკაშელი