საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა: "თიბისი თსუ" ისევ უძლეველია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

აღმოსავლელებმა წლეულს უკვე ორი ტურის მატჩების გამართვა მოასწრეს, დასავლეთ ზონის გუნდები კი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

აღმოსავლეთ ზონაში კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს თბილისის "თიბისი თსუ", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადაბარგების ყველაზე რეალური კანდიდატია. ამ გუნდმა მე-16 ტურში პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი თბილისის "ხულიგანა" დაამარცხა - 25:10.

გაცხარებული ბრძოლაა მეორე ადგილისთვის. აქ კონკურენტები თბილისის "დინამო" და პატარძეულის "ვეფხვები" არიან. დინამოელებმა მწვავე ბრძოლაში შეძლეს თბილისის "ჯვაროსნების" დამარცხება - 19:10. "ვეფხვებმა" კი სტუმრად იოლად სძლიეს თბილისის "ივერიას" -
64:5. ოთხეულში მოხვედრისა და პირველ ლიგაში ადგილის დამკვიდრების კარგი შანსი გაუჩნდა თბილისის სტუ-ს, რომელმაც სამოყვარულო კლუბ "დევებს" მოუგო - 23:19.

I ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
XVI ტური
მგლები-წიქარა 21:28, ივერია-ვეფხვები 5:64, დინამო-ჯვაროსნები 19:10, დევები-სტუ 19:23, ხულიგანა-თიბისი თსუ 10:25.
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი თსუ - 71 ქულა, 2. დინამო - 57, 3. ვეფხვები - 54, 4. ხულიგანა - 47, 5. სტუ - 43, 6. ჯვაროსნები - 29, 7. დევები - 24, 8. ივერია - 23, 9. წიქარა - 10, 10. მგლები - 5.

XVII ტური
წიქარა-ვეფხვები, თიბისი თსუ-ივერია, მგლები-დევები, სტუ-დინამო, ჯვაროსნები-ხულიგანა.

მოწინავე ოთხეული, რომელიც მომავალ წელს პირველ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ფაქტობრივად, გარკვეულია დასავლეთ ზონაში.

ესენია: ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", წყალტუბოს "დინოზავრი" და ოზურგეთის "არწივები". ამათგან, "ბაგრატს" და "რაინდებს" რეალურად შესწევთ ძალა, უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლონ. სერიოზულად მოღონიერდა "დინოზავრიც". წყალტუბოელები, რომლებიც დებიუტანტები არიან, პირველი ლიგის გამოცდილ ბინადრებს ტოლს არაფერში უდებენ.

დასავლეთი ზონა
XII ტური
დელფინები-რაინდები 5:20, არწივები-ბაგრატი 15:44, დინოზავრი-ჯრუჭი 37:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბაგრატი - 44 ქულა, 2. რაინდები - 43, 3. დინოზავრი - 37, 4. არწივები - 26, 5. ჯრუჭი - 14, 6. დელფინები - 6, 7. ბათუმი XV - 3.

XIII ტური
ბაგრატი-დელფინები, ჯრუჭი-არწივები, ბათუმი XV-დინოზავრი.

სათადარიგო გუნდების შეჯიბრებაში ორი გადატანილი მატჩი გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის "აიამ" შინ ვერ შეძლო "ბათუმის" დამარცხება - 15:15. ახლა "აიას" და "თბილისის "ლელოს" 38-38 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

სათადარიგო გუნდები
გადატანილი მატჩები
აია-ბათუმი 15:15, ყოჩები-ჯიქები 7:51, არმია-ხარები (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 38 ქულა, 2. აია - 38, 3. ლოკომოტივი - 31, 4. ჯიქები - 30, 5. ბათუმი - 29, 6. არმაზი - 28, 7. ხარები - 26, 8. აკადემია - 23, 9. ყოჩები - 18, 10 არმია - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინ დინოსავრებო
giorgi vardanidze
11:55 05-03-2014
0
დინოზავრი გაისად თავის სიტყვას იტყვის
dinozavreli
22:37 27-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული