IRB-მ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური ჯილდო გადასცა

AutoSharing Option
17 ნოემბერს ლონდონში, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით, მსოფლიო რაგბის კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა სპეციალური ღონისძიება, რომლის დროსაც მოხდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდების დარბაზის 15 ახალი წევრის დასახელება და მსოფლიოს მასშტაბით რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური საპატიო ჯილდოების დარიგება.

"IRB-ს განვითარების ჯილდო" საქართველოში რაგბის განვითარებისთვის გადაეცა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.

ჯილდო ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ფონდ ''ქართუს'' პროექტების მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც
21 ნოემბერს სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებთან, აღნიშნული საკითხის გარდა, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს.

რაგბის საერთაშორისო საბჭო განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა; მათ შორის, ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები.

რაგბის საერთაშორისო საბჭო: "ბიძინა ივანიშვილის ხედვამ და გულუხვობამ უზარმაზარი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის განვითარებაში. მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" 2008 წლიდან დღემდე არაერთ სარაგბო პროექტს აფინანსებს საქართველოში.

მათ შორის არის ორი სარაგბო მოედანი, ქვეყნის მასშტაბით მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აგებული საწვრთნელი კომპლექსები. ფონდი ასევე აფინანსებს განვითარების სხვადასხვა პროექტსა და ნაწილობრივ ფარავს ეროვნული ნაკრების წვრთნასთან და ტურნირებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. "ქართუ ფონდის" დახმარებით, რაგბი ახლა წამყვანი სპორტია საქართველოში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული