მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი თბილისში ძაღლების თავშესაფარს ეწვივნენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები - მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ეწვივნენ.

მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი რაგბის ნაკრების წევრები არიან... მამუკა მსოფლიოს 50 საუკეთესო მორაგბის სიაშია შესული. იგი ათი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და ადგილობრივ გუნდში თამაშობს.

ოთხფეხა მეგობრების სიყვარულმა მოიყვანა ჩვენთან. დაათვალიერა თავშესაფარი, ჩვენს ბინადრებს საკვებითაც გაუმასპინძლდა...

"დაუჯერებელი ამბავია, ეს ყველაფერი ერთი კაცის ფინანსებით კეთდება. ყველა, რითაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ბატონ თამაზს. თქვენი გვერდის აქტიური მკითხველი ვარ. თქვენს ბინადრებს შორიდან ვგულშემატკივრობ. მათ ისტორიებს უცრემლოდ ვერ
ვკითხულობ... მადლობა თქვენ, რომ ამ კეთილ საქმეს ემსახურებით... როცა თბილისში ვიქნები, ყოველთვის გესტუმრებით'', - თქვა მამუკა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ გმირები.
mm
12 მარტი 2015 21:21
0
ბორჯღლოსნებს გაუმარჯოს!

ასე ალალად, მხურვალედ და უანგაროდ იშვიათად რომ სადმე ვინმე სპორცმენი უყვარდეთ
support
12 მარტი 2015 15:28
0
გაიხარეთ და გაგვახარეთ!! კაცები ხართ! არა,ლომები ხართ!ჯიგრები ხართ! რა ვიცი სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის გადმოსაცემად,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!თქვენისთანა ხალხი ღმერთმა უმრავლოს ჩვენს დაქცეულ ქვეყანას და მაშინ მართლა გვეშველება!!!
თაზო
12 მარტი 2015 14:42
0

სიახლეები პოპულარული