სახელოვანი ახლზელანდიელი თბილისში ვიზიტისას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელების გარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსაც შეხვდება. ადგილზე გაეცნობა ქართულ რაგბიში არსებულ მდგომარეობას და, სავარაუდოდ, რაგბის კავშირთან ერთად მომავალ სამოქმედო გეგმასაც დასახავს.
ცოტა რამ შონ ფიცპატრიკის შესახებ:
ის 1963 წლის
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შონმა შესანიშნავად იასპარეზა, მომდევნო წელს გამართული მსოფლიოს თასის დაწყებამდე, ის "ოლ ბელქსში" მეორე ნომერ კვაჭად ითვლებოდა. ფიცპატრიკს "ბედმა გაუღიმა", მისი კონკურენტი და ახლზელანდიელთა კაპიტანი ენდი დალტონი დაშავდა. მთელი ტურნირის განმავლობაში მსოფლიოს რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ძირიათად შემადგენლობაში ითამაშა და ახალი ზელანდიის ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
1992 წელს შონ ფიცპატრიკი ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი გახდა და ეროვნულ გუნდს კარიერის ბოლომდე მეთაურობდა. მისი კაპიტნობით "ოლ ბლექსმა" პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოუგო, როემლიც იზოლაციის შემდეგ ისევ დაბრუნდა მსოფლიოს რაგბის ამქარში.
1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებაში შონ ფიცპატრიკი და კომპანია საუკეთესო გუნდი იყო, თუმცა "ბოკემ" თავგანწირული ბრძოლის ხარჯზე მაინც შეძლო ფინალური მატჩის დამატებით დროში "ოლ ბლექსის" დამარცხება.
შონ ფიცპატრიკმა ახალი ზელანდიის ნაკრებში ბოლოს 1997 წლის 29 ნოემბერს უელსის ეროვნულ გუნდთან ითამაშა. "ოლ ბლექსმა" ის მატჩი 42:7 მოიგო.
სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ მას შეეძლო ნებისმიერ გუნდში მწვრთნელად ემუშავა, მაგრამ შონმა ყველა შეთავაზება უარყო. მან ეროვნულ ნაკრებში 92 კეპი მოიხვეჭა, მათ შორის 51, როგორც კაპიტანმა.
დღესდღეობით, შონ ფიცპატრიკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და BBC -სა და Sky Sports-ის სპორტული ექსპერტია.
.