შონ ფიცპატრიკი: ქართულ რაგბს დიდი პოტენციალი აქვს

AutoSharing Option
90-იანი წლების მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი, ახალზელანდიელი შონ ფიცპატრიკი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდა.

ფიცპატრიკი საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით იმყოფება. იგი პირველი მსოფლიოს მეგავარსკვლავია, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივას, შეიქმნას მსოფლიოს რაგბის ცნობილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საქართველოს რაგბის კავშირის მრჩეველთა საბჭო. საბჭომ საქართველოში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

შონ ფიცპატრიკი თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გია ნიჟარაძესაც. როგორც შონ ფიცპატრიკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, იყოს საქართველოს ელჩი მსოფლიოს
სარაგბო სამყაროში და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული რაგბის პოპულარიზაციას.

"ბოლო წლებში დამტკიცდა, რომ საქართველოში რაგბი ვითარდება და დიდი პოტენციალი აქვს", - აღნიშნა მან.

მინისტრთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნარკების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც.

შონ ფიცპატრიკი ახალი ზელანდიის ნაკრების All blacks-ის ღირსებას 12 წლის განმავლობაში იცავდა. მას ნაკრების შემადგენლობაში 121 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთმანეთის მიყოლებით მას ნათამაშები აქვს 63 ტესტ-მატჩი, რაც მსოფლიოს სარაგბო სამყაროს რეკორდია.

ამჟამად შონ ფიცპატრიკი ინგლისში ცხოვრობს და წამყვან ტელეკომპანიებთან, "ბი-ბი-სი"- სთან და "სქაი სპორტთან" თანამშრომლობს.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული