ქართველმა არბიტრებმა ირლანდიაში იმსაჯეს

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის მიწვევით, ქართველი არბიტრები: ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ირლანდიაში გაემგზავრნენ, რათა"ალსთერ ბანკ ლიგის" (ყოფილი "სრულიად ირლანდიის ლიგა") ორ-ორი მატჩი იმსაჯონ.

28 ნოემბერს შოთა თევზაძემ პირველ დივიზიონში "ბლექროქისა" და "ბელფასტ ჰარლიქვინზის" თამაში განსაჯა, ხოლო ნიკა ამაშუკელმა მეორე დივიზიონის "ბექთივ რეინჯერსისა" და "დანგანონის" შეხვედრაში იმსაჯა.

5 დეკემბერს ორივე არბიტრი პირველი დივიზიონის მატჩებზე გაანაწილეს. შოთა თევზაძე "ოლდ უესლისა" და "ბელიმინის", ხოლო ნიკა ამაშუკელი "თრინითი კოლეჯისა" და "შენონის" შეხვედრებს წარუძღვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი პროგრამით,
ირლანდიელი სპეციალისტები აქტიურად ზრუნავდნენ ქართველი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

საქართველოში იმართებოდა სემინარები და კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით თევზაძე და ამაშუკელი ერთხელ უკვე ეწვივნენ ირლანდიას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის საპლეიოფო ეტაპებზე უკვე სამი სეზონია, რაც ირლანდიელი არბიტრები ჩამოდიან სამსაჯოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული