ანგარიშგება, რომელიც ამნისტიით დამთავრდა

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის ყოველწლიური საანგარიში ყრილობა გაიმართა. ქართული რაგბის თემის თავშეყრის დღის წესრიგში ოთხი საკითხი იყო: გასული, 2010 წლის ანგარიშგება, 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა, ქრთული რაგბის თემის ქარტიის მიღება და ინფორმაცია სპორტული არბიტრაჟის შექმნის შესახებ.

გასული წლის შედეგებზე მოხსენება რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა. მან არა მარტო სპორტულ შედეგებსა და მიღწევებზე ილაპარაკა, არამედ ხაზი გაუსვა მსოფლიოში და, რაც მთავარია, ირბ-ში ქართული რაგბის მზარდ ავტორიტეტს. წარმოადგინა ასევე საფინანსო ანგარიში.

განხილულ იქნა 2011 წლის
ბიუჯეტიც, რომელიც ამ დროისთვის დეფიციტურია და მის შესავსებად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ყრილობაზე მიიღეს ქართული რაგბის თემის ქარტია, რომელიც მორაგბეთა, მწვრთნელთა, მსაჯთა, რაგბის ფუნქციონერთა და გულშემატკივართა ქცევის დეკლარაციაა. ქარტიის მიღებასთან დაკავშირებით, ყრილობამ რაგბის კავშირის პრეზიდენტს და გამგეობას დაავალა, დისკვალიფიცირებული მოთამაშეებისა და მწვრთნელების ამნისტირების საკითხის განხილვა.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული