![](https://sportall.ge/pictures/image31/68b858c53dde8ff49ce824ea3be66f21.jpg)
კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.
სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.