ირაკლი აბუსერიძე: მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

Sportall.ge ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რამ უბიძგა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამის გარდა, ირაკლის მისი კონკურენტის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის
გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.

გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ", - გვითხრა აბუსერიძემ.

სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მკითხველის კომენტარები / 29 /
"გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ". შესანიშნავი სიტყვების. იმედია საქმითაც ასე იქცევა ეს ადამიანი. მე მგონი ასეთი ქცევით დაფასდება ადამიანის ამბიცია. დავით ნიჟარაძეს მეც ვაფასებ და ვუსურვებ წარმტებას ნებისმიერ საქმეში.
თენგო
15 დეკემბერი 2015 21:25
0
....ზოგადად ვერ ვხვდები, თუ ყველაფერი კარგად მიდის, შედეგი არის, განვითარება ხდება, ყველაფერი პოზიტიურია, რატომ უნდა ავირჩიოთ აბუ????? ძალიან მაგრა უძღვება თავის საქმეს ნიჟარაძე!!!! ძალიან პატრიოტია, სუპერ მენეჯერი, კარგი ადამიანი, არაკორუმპირებული და რაგბზე შეყვარებული.
ggg
15 დეკემბერი 2015 16:49
1
უთშაბათამდე რას აღარ იფიქრებს კაცი. ნიჟარაძესთან გაბრძოლება თვითმკვლელობაა ნებისმიერისთვის დღეს დღეობით. სამაგალითო მმართველის თვისებები, ხედვა და აზროვნება გამოავლიანა ნიჟარაძემ ამ პოსტზე. სამაგალითო არა მარტო სპორტისთვის, არამედ ნებისმიერი სფეროს მმართველისთვის. კონკურენცია კარგია, მაგრამ ლოგიკა სხვას ითხოვს ამჟამად.
რეზო
15 დეკემბერი 2015 13:29
0
მეტის რისი, აბუ რომ ყოფილიყო, ბოლო მსოფლიოზე მეოთხედფინალში გავიდოდით? არ არის აბუ მართალი, ჩემი აზრით.
ილო
15 დეკემბერი 2015 11:54
0
სამწუხაროდ დაბოღმილი ადამიანი კარგს ვერაფერს მოუტანს რაგბს და გულშემატკივარას. გგონიათ, რომ არ ვიცით სინამდვილეში რა ხდება? ვიცით, უბრალოდ არ ვკადრულობთ ჯერ და ვაცდით აბუსერიძეს იქნებ კაცურად იმოქმედოს, როგორც მისი მოწინააღმდეგები იქცევიან. ისე ცნობისთვის გულშემატკივრები არაფერზე დავიხევთ უკან. ყველაფერს აქვს საზღვარი.....
kacuri sportis gulshematkivari
15 დეკემბერი 2015 11:39
0
თავი არ გაიბანძო აბუ. ჯერ შენ დიდი დრო გჭირდება ბატ. ნიჟარაძეს კონკურენტობაზე გQონდეს ამბიცია. მოვა მაგის დროც. მოლაპარაკებები , საუბრები შინ თუ გარეთ , ვერ იქნები შენ ჯერ სენი ქვეყნის დესპანი. ბატ. გიას ეს კარგად გამოსდის, ზალიან კარგად. შენი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იქნება მოხსნა შენი კანდიდატურა. ამოუდგე გვერდიტ ნიჟარაძეს და ერტად აკეთოთ საკეთებელი. ისე ჩემი აზრით კიდევ წლის მერე მომდევნო არ ჩევნებზე მე ვფიქრობ გორგოძე უნდა იყოს უალტერნატივოდ ფედერაციის პრეზიდენტი, ტუ რა თქმა უნდა თამაშს დაამთავრებს. მამუკა იქნება ბა. გიას ღირსეული მემკვიდრე. აბუ გთხოვ განზე დადექი. ერთადერთ დალაგებულ ფედერაციას ნუ არევ.
ninka.b
15 დეკემბერი 2015 11:18
0
აბუსერიძე ქართული ოცნების პარტიის წევრია.ამიტომ ცდილობენ თავიანთი კადრი გაიყვანონ.ესენი აღარ უყურებენ ძველ დამსახურებებს,საქმის კეთებას რომ ცოდნა და სხვა უნარჩოები სჭირდება.ეს ხომ ...პარტიაა,რაც მათი ლიდერების ბესელია,კობახიძის მაგალითზე გამოჩნდა.
საქაჯეთი/საქართველო/
15 დეკემბერი 2015 11:02
0
მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რაგბის კავშირი არის ყველაზე ოჯახური და მყარი ფედერაცია და რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ დარწმუნებული ვარ ის იქნება სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება და სიკეთეს მოუტანს რაგბის - იქნება ეს ნიჟარაძე თუ აბუსერიძე. ამიტომაც მკაცრი შეფასებები და მით უმეტეს ლანძღვა-გინება კანდიდადების მიმართ ნეგატივის მეტს არაფერს მოიტანს, თუ ეს საერთოდ მიზანმიმართული კამპანია არ არის...
irakli apkhaidze
15 დეკემბერი 2015 10:39
0
ვგონებ, ამ შემთხვევაში არანაირ ალტერნატიულ კანდიდატზე საუბარი არ არის, არ არის აბუ იმ დონის სრკ პრეზიდენტობას რომ შესწვდეს/გაუძღვეს, ეს "ამბიცია" ისეთივეა, როგორც მერხიდან პირდაპირ მინისტრად რომ ნიშნავდნენ, რისი მწარე გამოცდილებაც ქართველ ერს სამწუხაროდ აქვს
vako
15 დეკემბერი 2015 10:17
0
რა შუაშია მონური მენტალიტეტი, ანდა ამგვარი დამოკიდებულება საზოგადოებაზე, ნიჟარაძემ და მათ წინა მორბედებმა რაც გააკეთეს იმისგან კარგის მეტი არაფერი მოგვიმკია, ბატონმა გიამ ბრძანა რომ თუ გავიმარჯვებ 4 წელის მერე მე აღარ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებშიო, ამ კაცმა იცის საქმე და დაუთმეთ კიდევ 4 წელი არაფერი მოხდებოდა მაგით, კარგი თU არა ცუდს ნამდვილად არ გააკეთებდა ეს კაცი, აბუ მადლობა იმ დღეებისთვის რაც საქართველოს აჩუქე შენ და შენმა გუნდმა, გთხოვ ნუ ჩაერევი ამ არჩევნებში გარედან სხვანაირად ჩანს, 4 წლის შემდეგ უალტერნატივო კანდიტატურა ხარ და ცუდი მხრიდან ნუ დაგვანახებ ჩვენთვის სათაყვანებელ სპორტს!!!
mitro
15 დეკემბერი 2015 09:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული