16 დეკემბერს თბილისში "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ჩამოვა

AutoSharing Option
16 დეკემბერს, ასამბლეის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სრკ-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2016 წლის ივნისში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია.

ასამბლეის საორგანიზაციო საკითხების გარდა, მორარიუს ვიზიტის დროს მოხდება 2015 წლის მსოფლიო თასზე "რაგბი ევროპის" კავშირების წარმატებული გამოსვლის შეფასება და მომავალ 4-წლიან ციკლში განსახორციელებელი გეგმების განხილვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული