"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.
ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.
მისივე თქმით,
"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.
ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი?
რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.
მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს"
ეს არის ორივე პრეტენდენტის მიერ, დამოუკიდებლად და პირუთვნელად, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხი. სხვა დანარჩენი მხოლოდ ლექია.
მეტი რა უნდა გაეკეთებინა.
აბუსერიძე ძაან კარგი კაცია, მაგრამ იქნება კი უკეთესი მენეჯერი ვიდრე ნიჟარეძეა?
ნამდვილად არ მივესალმები იმ ფაქტს რომ აბუსერიძე ამ ხელისუფლებისგან მართული პირია. თუ ასეა ძალიან ცუდი, მაგრამ ვფიქრობ არჩევნებზე მარტო ერთი კანდიდანტი არ უნდა იყრიდეს კენჭს, რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს, საჭიროა კონკურენციაც.
ისე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცება შ ე ა ჩ ე რ ე ს და მოშალეს 2012 წლიდან
და დ ე მ ა გ ო გ ო ბ ი ს მეტს არაფერს და ვერაფერს აკეთებენ,მით
,მე-4-ე საუკეთესო წელიც,, მივიღეთ...მუდამ ვ შ ი შ ო ბ დ ი ასევე
არაკონპეტენტური ხალხი არ მოეყვანა რუსულ სპეც-სტრუქტურებს
(აშკარაა დღეს თითქმის ყველა ქართულ სახელმწიფო სტრუქტურას აკონტროლებენ და...)
ქართულ რაგბში,
ისინი ძაან გადაგიჟებულები არიან,
15 წელია არ მოუგიათ და ქართული რაგბის განვითარების შეჩერება ,,ჭირდებათ,,!!!
დაპირისპირების და სიძულვილის მარცვალის ჩაგდება უკვე ეცადეს...
მომავალი ამას ყოველივეს ნ ა თ ლ ა დ დაგვანახებს!
პ.ს.
ვფიქრობ მაინც ვერ გაბედავენ ამდენს და გ.ნიჟარაძე და მისი გუნდი დ ა რ ჩ ე ბ ა ქართული რაგბის სათავეებში!