ირაკლი აბუსერიძე: ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება!

AutoSharing Option
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს განმარტავს. როგორც აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა.

"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით,
ჭორები შეთხზეს, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.

"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი?

რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს"

ეს არის ორივე პრეტენდენტის მიერ, დამოუკიდებლად და პირუთვნელად, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხი. სხვა დანარჩენი მხოლოდ ლექია.
Kakhaber Bilashvili
16 დეკემბერი 2015 21:14
0
ზოგიერთი ეტყობა რაგბისგან ძალიან შორსაა და პოლიტიკურად ეტყობა ანგაჟირებულია თორე კაცი თუ რაგბში ერკვევი ესეც უნდა იცოდე რო სწორედ 2012 წლის მერე დაიწყო რაგბმა სწრაფად განვითარება ასე რო ეგეთებს მემგონი რაგბი და პოლიტიკა ერთმანეთში აერია და საერთოდ ეს თემა გაბუქებული მგონია და ერთ მიზანს ისახავს არ დააფინანსოს ივანიშვილმა რაგბი და ისიც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს როგორშიც ფეხბურთია.
qutaiseli
16 დეკემბერი 2015 20:23
0
რაღაც გეშლება ჩემო კარგო, არავინ არავის არ დაატოვებინა თანამდებობა.... თუ გაინტერესებს, წადი კავშირში და იქ გეტყვიან სიმართლეს. იმ კაცს, ვისაც "დაატოვებინეს" თანამდებობა საკუთარი მომხრეები რომ ყავდა, იმათ კითხე სხვა რატომ აირჩიეს.
ნეიტრალს
16 დეკემბერი 2015 16:25
0
ნიჟარაძე უფრო მორგებული კანდიდატურაა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მშვიდი და საქმიანი ჩანს. რაგბიც ვითარდებოდა.
მეტი რა უნდა გაეკეთებინა.
აბუსერიძე ძაან კარგი კაცია, მაგრამ იქნება კი უკეთესი მენეჯერი ვიდრე ნიჟარეძეა?
???
16 დეკემბერი 2015 16:04
0
ხალხო იცით რა მაინტერესებს? მესმის რომ გია ნიჟარაძე ძალიან კარგი მენეჯერია, შესანიშნავად გაუძღვა ქართულ რაგბს, მიიყვანა იმ დონემდე რა დონეზეც ახლა ვართ, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ რა გზით მოხვდა რაგბის სათავეში ეს კაცი? მის წინამორბედს რა გზით დაატოვებინეს თანამდებობა?

ნამდვილად არ მივესალმები იმ ფაქტს რომ აბუსერიძე ამ ხელისუფლებისგან მართული პირია. თუ ასეა ძალიან ცუდი, მაგრამ ვფიქრობ არჩევნებზე მარტო ერთი კანდიდანტი არ უნდა იყრიდეს კენჭს, რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს, საჭიროა კონკურენციაც.
ნეიტრალი
16 დეკემბერი 2015 15:39
0
ძალიან კარგი მორაგბე იყავი და უზომო სიხარულს გვანიჭებდით მთელ გუნდტან ერთად,მაგრამ მოდით რა დავიოკოთ ამბიცია, ან პოლიტიკა ან სპორტი, როდესღაც ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ.
დავით
16 დეკემბერი 2015 15:06
0
გაანებეთ თავი ავანტიურისტებო რაგბს. და იმსჯელეთ სწორად რომელიც თქვენ არ შეგიძლიათ მიტომ მოიხსნა ორივე კანდიდატურა
ქუთაისი
16 დეკემბერი 2015 14:54
0
შენ შემოგევლე, ჯიგარსონ, მოდი თუ გინდა ცალკე გავიაროთ ჩემსა და შენს შორის ვინ არის უკეთ გარკვეული და მიკერძოებული თუგინდ რაგბში, თუგინდ ღირებულებებში და თუგინდ ელემენტარულ კაცობაში. შენ შემოგევლე მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და შენ საზღვრები გადმოლახე და ჩემგან თუ არა ხო იცი, რომ ღმერთი (და თუ ღმერთის არ გწამს მაშინ ბუნება) მოგიზღავს შენს მიერ გადმონთხეულ ნეგატივს!! ხოდა ცოტა მოთოკე და ..., თუ ჭკუა გიმუშავებს მოდი და ჭკუით მიპასუხე და თუ არადა შენნაირები რაგბს არ უნდა გააკარონ
morisans გულშემატკივრისგან
16 დეკემბერი 2015 14:14
0


ისე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცება შ ე ა ჩ ე რ ე ს და მოშალეს 2012 წლიდან
და დ ე მ ა გ ო გ ო ბ ი ს მეტს არაფერს და ვერაფერს აკეთებენ,მით
,მე-4-ე საუკეთესო წელიც,, მივიღეთ...მუდამ ვ შ ი შ ო ბ დ ი ასევე
არაკონპეტენტური ხალხი არ მოეყვანა რუსულ სპეც-სტრუქტურებს
(აშკარაა დღეს თითქმის ყველა ქართულ სახელმწიფო სტრუქტურას აკონტროლებენ და...)
ქართულ რაგბში,
ისინი ძაან გადაგიჟებულები არიან,
15 წელია არ მოუგიათ და ქართული რაგბის განვითარების შეჩერება ,,ჭირდებათ,,!!!

დაპირისპირების და სიძულვილის მარცვალის ჩაგდება უკვე ეცადეს...
მომავალი ამას ყოველივეს ნ ა თ ლ ა დ დაგვანახებს!
პ.ს.
ვფიქრობ მაინც ვერ გაბედავენ ამდენს და გ.ნიჟარაძე და მისი გუნდი დ ა რ ჩ ე ბ ა ქართული რაგბის სათავეებში!
glaxuna
16 დეკემბერი 2015 14:11
0
Abuserizem politikidan izrunos ragbze da ise daamtkicos vajkacoba da nu gaxdeba sxvisi marioneti
genka
16 დეკემბერი 2015 14:06
0

სიახლეები პოპულარული