ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

Sportall.ge-მ კომენტარის გაკეთება აბუსერიძის გუნდის წევრს, ირაკლი მაჩხანელს სთხოვა.

"აბუსერიძის გუნდის წევრი ვიყავი და ვრჩები კიდეც. ეს გიორგი ნიჟარაძემაც იცის და, ვფიქრობ, ამაში საწყენი არაფერია.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა არჩევნებში არ ერევა და გთხოვთ, თავიდან ამოიგდეთ მსგავსი აზრები.

მესმის, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარობა ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს ძაღლები და კატებიც
რაგბიზე საუბრობენ", - გვითხრა მაჩხანელმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ერთ დრეში რაგბი დაქვეითდა რიგით სპორტის სახეობამდე! ნაკრებს, კლუბს გულშემატკივარი ჯერ კიდევ ეყოლება, აი ფედერაციას მგონი აღარ, და ნდობის შენარჩუნებაც გაუჭირდება. ასე წინდაუხედავებს საქმის მართვა როგორ გინდათ?
ძაღლკატა
16 დეკემბერი 2015 14:39
0
აბუ, მაჩხო, ჯერ უნდა მიხდეთ რომ კარგი მენეჯერობა - უზრდელობა არ არის და მერე მიეცით თქვენს ამბიციებს გასაქნი.
პანტელეიმონი
16 დეკემბერი 2015 14:04
0
მაგ ძაღლი და კატისთვის თამაშობთ თქვენ რაგბს ანუ გულშემატკივრისთვის!!! ჩვენ ძაღლები და კატები, რომ არ ვიყოთ რაგბი სპორტის სახეობა კი არა იქნებოდა ფიზიკური კულტურის სახეობა ან ჩხუბი
Zagli da kata
16 დეკემბერი 2015 13:58
0
შვილო ჯობდა საერთოდ არ ამოგეღო ხმა და შთაბეჭდილება დამრჩებოდა, რომ კარგი მოთამაშე იყავი და მეგობარს დაუდექი გვერდზე. შენი შეფასებით ხალხი, რომელიც თქვენ გგულშემატკვირობთ ძაღლია და კატა? აფერუმ შენს კაცობას.
buba
16 დეკემბერი 2015 13:33
1
პატივს გცემთ, მაგრამ ნუ გეწყინებათ და გეგმა მაინც დაგედოთ, ეგ ძაღლი და კატა რომ არა, იქნებ რაგბიც არავის შეემჩნია ჩვენში. ალტერნატიული კანდიდატის გამოჩენა თავის თავად კარგია, მაგრამ უკეთესი მმართველი უკეთესად უნდა მომზადებულიყო საზოგადოდ გამოსვლისთვის.
რეზო
16 დეკემბერი 2015 13:11
0
მერე ჩემო მაჩხო სწორედაც თქვენ სარაგბო სამყარომ უნდა ამოიღოთ ხმა ყველამ და ჩააჩუმოთ სხვები
giga
16 დეკემბერი 2015 13:08
0
რაგბზე საუბრობენ და წერენ გულშემატკივრები და მე მგონია მინიმუმ არაეთიკური ესეთი კომენტარის გაკეთება !
გიორგი
16 დეკემბერი 2015 12:59
0

სიახლეები პოპულარული