შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
გია ნიჟარაძეცუდი მენეჯერია და უნდა წავიდეს მის მაგივრად ლეონსიო უნდა მოვიდესო არ დამიწერია მე დავწერე,რომ ლეონსიოს დაუმსახურებლად ლანძღავდნენ.მე ვთვლი, რომ გია ნიჟარაძე უნდა დარჩეს და გააგრძელოს დაწყებული საქმე აუცილებლად
0
გლახუინა სპორტითაც დაინტერესებულა :-) აკაკუნე ბიძიკო, აკაკუნე! შენც ონანის მიმდევარი ჩანხარ - ამდენს გლანძღავენ და მაინც შენს სისულელეს მიერეკები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული