გამგეობის სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით:
- სრკ-ს წლიური საერთო კრება მოწვეულ იქნას 2016 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე თბილისში, მისამართზე: თავისუფლების მოედანი #4 - სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი;
- სრკ-ს 2016 წლის 24 იანვრის საერთო კრებისთვის სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2016 წლის 18 იანვარის,
- სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით სრკ-ის ნამდვილი წევრის მიერ, სრკ-ის გამგეობაში;
- სრკ-ს ნამდვილი წევრის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2016 წლის 18 იანვარის 13 საათამდე უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა სრკ-ს გამგეობაში, სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ;
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით