გოჩა სვანიძე: რაგბი უნდა გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გოჩა სვანიძემ და ილია ზედგინიძემ, კლუბების წარმომადგენლებთან, ქომაგებთან და მედიასაშუალებებთან შეხვედრები გამართეს.

გოჩა სვანიძემ პრეზენტაცია მოაწყო, სადაც საქართველოში რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. ამ გეგმის მთავარი თემა სტრატეგიული მიზნებია, რომლებიც ცხრა პუნქტად არის ჩამოყალიბებული.

1. რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის გაცნობიერება, დამკვიდრება და განვითარება

2. ქართული სანაკრებო რაგბის დონის ამაღლება

3. რაგბის მონაწილეთა რიცხვის ზრდა და ხარისხის ამაღლება

4. პროფესიული საკლუბო რაგბის განვითარება და საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაცია

5. სამოყვარულო და სტუდენტური რაგბის სისტემის შექმნა

6. ბავშვთა და მოზარდთა რაგბის სწავლების სისტემის შექმნა

7. მოთამაშეთა კეთილდღეობა

8. სარაგბო ინფრასტრუქტურის დეფიციტის აღმოფხვრა და შემდგომი განვითარება

9. საინვესტიციო გარემოს შექმნა, სპონსორთა მოტივაციის წახალისება.

თითოეული ამ პუნქტის თაობაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა. პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი ხედვა და მისია.

ხედვა:
რაგბი ჩვენი თამაშია.
ეს თანაბრად ეხება მის მონაწილე ყველა სუბიექტს - მოთამაშეს, მწვრთნელს, დამხმარე ტექნიკურ და სამედიცინო პერსონალს, ფუნქციონერს, მსაჯს და გულშემატკივრებს.

მისია:
ფართოდ დავნერგოთ ქართულ საზოგადოებაში რაგბი და სარაგბო ღირებულებები, შევქმნათ შესაბამისი სოციალური ურთიერთობების სისტემა, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ქვეყნის ერთ-ერთი მახასიათებელი.

მსგავსი პრეზენტაცია გოჩა სვანიძემ ქუთაისში, "აიას" ბაზაზე გამართა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი ... ადეიშვილს მიხედე რა გესაქმება რაგბში ბიჭებს აცადე რაგბის განვითარება. შენ ვერ განვითარდი და რაგბი როგორ უნდა განავითარო.
niko
16:15 19-01-2016
0

სიახლეები პოპულარული