"არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს, გადაწყვეტილებას იღებს სარაგბო ოჯახი. სულ რამდენიმე საათში გახდება გადაწყვეტილება ცნობილი, თუ ვინ გაუძღვება რაგბის კავშირს. თუ როგორია ჩემი განწყობები, ყრილობის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ", - აღნიშნა ზედგინიძემ.
მან პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ზედგინიძის განცხადებით, პრიორიტეტებია ეროვნული ნაკრების და სხვა ნაკრებების განვითარება, ბავშვთა რაგბის განვითარება, რაგბის პოპულარიზება და ა. შ.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთში დაიწყება.