გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, 24 იანვარს ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელმაც მეორე კანდიდატ ილია ზედგინიძეს აჯობა.

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სვანიძეს გამარჯვება მიულოცა და არჩევნები შეაფასა:

"არჩევნები დაძაბულად ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა ყრილობა. ვულოცავ გოჩას გამარჯვებას და ვულოცავ ილიას, რომელიც ნამდვილად არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის. მათი საქციელი იყო სამაგალითო, რისთვისაც ორივეს
მადლობას ვუხდი.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

რაგბი საქართველოში ჩემით არ დაწყებულა და ჩემით არ მთავრდება, არც ილოთი და გოჩათი დაიწყება და დამთავრდება. რაგბის წარმატება ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული.

გოჩას და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული. რაგბის კავშირში ჩემი მოღვაწეობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ახალ პრეზიდენტს კი ვურჩევდი, რომ თავდაუზოგავად, დღე და ღამე იშრომოს.

ძალიან ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი და ახალი გუნდის გადასაწყვეტია, ეს რა ფორმით გაკეთდება.

იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ არასდროს ვიმუშავებ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში, ეს ჩემი პრინციპული მიდგომაა. თუ იქნება გადაწყვეტილება და ისეთ სტატუსს მოიფიქრებენ, რომელიც მომცემს საშუალებას, წარვდგე საერთაშორისო ფედერაციებში, მაშინ იქ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდი მადლობა ბატონ გიას გაწეული მუშაობისთვის.
იმედი მაქვს რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელობა გამოიყენებს მის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე.
პანტელეიმონი
25 იანვარი 2016 16:35
0
ეხ, ნიჟარაძისნაირი კაცის ასე დაკარგვა დიდი შეცდომაა, დამიჯერეთ! მან იცოდა, თუ რას აკეთებდა და ზუსტად რა გეგმებს ისახავდა, და როგორ უნდა მიეღწია მიზნებისათვის დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომით. თუმცა, რა თქმა უნდა, ვუსურვებ წარმატებას გოჩა სვანიძეს!
ilo
25 იანვარი 2016 16:28
0
დალაგებული ადამიანი, დღეს ეს იშვიათობა გახდა სამწუხაროდ
qqq
25 იანვარი 2016 15:09
0
ბატონო გიორგი, სადაც უნდა წახვიდე, ყველგან კაცური კაცი იქნები!
elguja
25 იანვარი 2016 15:04
0
გია ნიჟარაძისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ხშირად გავიხსენებ, როგორც სამაგალითო პროფესიონალს. ამ კაცს მოცემულ გარემოებაში სრულფასოვნად ვერც ერთი ვერ შეცვლიდა.
რეზო
25 იანვარი 2016 14:41
0

სიახლეები პოპულარული