სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ.

აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

ტელეკომპანია "იმედი" აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი აბუსერიძეს და გიორგი ნიჟარაძეს კომენტარისთვის დაუკავშირდა.

აბუსერიძეც და ნიჟარაძეც აუდიტის ჩატარების მომხრენი არიან. ამასთან ერთად, ნიჟარაძე აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
მკითხველის კომენტარები / 20 /
1)შეცდომაა:"ზოგიერთი კომენტარების", სწორია - ზოგიერთი კომენტარის; 2)"გულზე ბრახუნს"-? ალბათ, უნდა იყოს - ხელების ბრაგუნს;3)იქნებ ეგ ჩანაწერები ყალბია - იქნებ! და ასევე, ნეტა(!), მაგრამ საუბარი რომ და ხომ შედგა, რასაც არც აბუსერიძე უარყოფს; 4) ტელევიზიები რა შუაშია? 5)6)... P.S. ფიქრი, განსაკუთრებით სხვათა (გა)ლანძღვამდე, არვისთვისაა ზედმეტი!
shoda-ს
27 იანვარი 2016 12:07
0
როგორ მახსოვს ორ ხმაში მომტირალი სვანიძე და ელისო კილაძე... დრო მოვა და ყველა გაიგებს ვინ რა იკადრა, მე მაინტერესებს აქ მოაზროვნე მაჩვები, შეურაცყოფებზე რომ გადასულხართ
daviti
28 იანვარი 2016 01:34
0
დავით, ...რაგბის ოჯახს კიდე ეგრე მოიხსენიებ .....!!!!!!!!! რაგბის ოჯახი თვითონ გაარკვევს ყველაფერს, იყო რამე დარღვევა თუ არა. ტელევიზიებს და მსგავს საზოგადოების მუწუკებს არაფერი საქმე არ გაქვთ ამ სამყაროსთან, უყურეთ ტელევიზორში რაგბს და იარეთ რუსეთთან თამაშებზე, მეტი არაა თქვენი საქმე. თუ რამე პრობლემაა, ან ვინმე დამნაშავე, ჩვენით გავიკვლევთ გზას. რაგბში არაკეცები არ იზრდებიან. იმ აუდიოს გამკეთებელი კი არაკაცია, ანუ რაგბის ოჯახი იპოვნის მას და მოიკვეტავს სამუდამოდ, გინდაც უდიდესი ავტორიტეტი იყოს რაგბში. რაც შეეხება არამიზნობრივ ხარჯვას, ამას აუდიტი დაადგენს, ელემენტარული საქმეა
daviT-s
27 იანვარი 2016 11:49
0
შენი ორიგინალური და დახვეწილი მსჯელობის მანერით (უბადლო გრამატიკის ცოდნაზე არაფერს ვამბობ) უმცირესობაში რომ ხარ (როგორც შენი აბუ) ვერ ხვდები?! კითხვა არ გიჩნდება რატომ?!
daviTs
26 იანვარი 2016 23:20
0
რაგბის ოჯახით მანიპულირებით,ფონს გავიდნენ უკვე...(ჩემთვის მიუგებელი ხალხი) თუ ვინმემ რამე იცის ხმა აიმაგლოს, თავი რაგბს კი არა წურბელებს მოეჭრებათ, არ მინდა გულშემატკივარი გავიღიზიანო, უბრალოდ, სანამ აბუსერიძეს ვინმე ჩირქს მოცხებს კარგად დაფიქრდეს...
daviti
26 იანვარი 2016 22:47
0
ელისაშვილის ნაცნობი "სერიოზული" კაცის ხელწერაა.
tngh
26 იანვარი 2016 20:11
0
რა თქმა უნდა, მაგრამ... ))))))))) ბოდიშიი, მეტს არ ვიკითხავ. ))))))))
არ უნდა დაინტერესდეს სამსახურ(ებ)ი ვინ გააკეთა ჩანაწერი?
26 იანვარი 2016 19:14
0
აქ ზოგიერთი კომენტარების ავტორები აშკარად ზედაპირულ აზროვნებას ამჟღავნებენ! როგორც კი რაღაცას ჩასძახებენ იმავწუთს გულზე ხელების ბრახუნს იწყებენ!
-დაფიქრდით თქვე დალოცვილებო, იქნებ ეგ ჩანაწერები ყალბია? განა არ იცით, რომ ტელევზიები ყალბი ინფორმაციის კეთების დიდოსტატები არიან!
shoda
26 იანვარი 2016 19:00
0
შენ უკვე დაიჭირე ნიჟარაძე?! :) ე.ი. რახან ვირაცამ იკადრა სიბინძურე, ნიჟარაძე ა(ღა)რ ვარგა? არჩევნები სამართლიანად მოიგო სვანიძემ. ვერაფერს იზამ(დნენ)...
fsiuuu-s-ს
26 იანვარი 2016 18:39
0
რას დაემსგავსა ჩვენი ქვეყანა! სადამდე დაეცა ერი! კაცები დავრჩით საქართველოში?! ყველაფერი როგორ უნდა იკადროს მამაკაცმა?! ეეჰ, ....!!!
შეიძლება ამდენი ჩ ა ნ ა წ ე რ ი ს არსებობა ერთ ქვეყანაში?!
26 იანვარი 2016 18:36
0

სიახლეები პოპულარული