გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

-align: center;">სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- რეალურია თუ არა ჩანაწერი?
- ჩანაწერი არის რეალური და გაკეთებულია ყრილობაზე. ჩემთვის ერთ-ერთმა საპატივცემულო ვეტერანმა მორაგბემ ფინანსებთან დაკავშირებით დასვა კითხვა, რაზეც იქვე მყოფმა ჩვენმა ფინანსების მინისტრმა პასუხი გასცა, რომელმაც კითხვის დამსმელი დააკმაყოფილა. შემდეგ კი სხვა კითხვებიც გაჩნდა, რომელიც ჩანაწერშიც ნახსენებია.

- თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ჩანაწერის ჯერ ჩაწერა, შემდეგ კი გასაჯაროება?
- არ ვიცი, მაგრამ ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ილია ზედგინიძეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია. მე და ჩემი მეგობრები დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანი, რომელსაც რაგბი უყვარს, ამას არ გააკეთებდა.

- რატომ გავრცელდა ჩანაწერი დღეს და არა, თუნდაც, არჩევნების დღესვე?
- ჩემთვისაც გაუგებარია ეს. არჩევნებზე კანდიდატებმა არაჩვეულებრივი სახე აჩვენეს, ერთმანეთს მიულოცეს, როგორც ნამდვილ მორაგბეებს ეკადრებათ. მეც მაინტერესებს, მშვიდობიანად და ღირსეულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც შეეფერებოდა, ვის მოაფიქრდა ამის ინტერნეტში ჯერ გამოქვეყნება, 15 წუთში კი მისი წაშლა.

- უნდა ჩატარდეს თუ არა აუდიტი რაგბის კავშირში?
- აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან არსებობს წესი, რომ როცა ერთი ხელმძღვანელი მიდის და მოდის მეორე, ტარდება აუდიტი და ახალ ხელმძღვანელობას ხვდება სრული სურათი ყველაფრის, მათ შორის, ფინანსური მდგომარეობის.

ამის გარდა, ჩემი, როგორც რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის პირადი და კატეგორიული მოთხოვნაა ახალი გამგეობისა და პრეზიდენტის მიმართ, რომ აუდიტი ჩატარდეს არამხოლოდ 2015 წლის, არამედ მთელი ჩემი საქმიანობის პერიოდის, რადგან ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეს კითხვები ამ თემაზე იმას, ვისაც აწუხებს.

მე, როგორც ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველაფერზე და გულშემატკივარს ვპირდები, რომ აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმირებულნი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო დევი,
ეს, რომ რომელიმე ჟურნალისტის გაკეთებული და სკანდალისთვის დადებული ყოფილიყო, მისი ქმედება ნამდვილად გააზრებული იქნებოდა და 10 წუტში არ აიღებდნენ იმ ვიდეოსაც ინტერნეტიდან.
როგორც ჩანს, აბუს მისმა ცოტა მოაზროვნე გულშემატკივარმა ურჩია და გამოურეცხა ცოტა ტვინი, რომ ეს არაკაცური ქმედება აღეკვეთა დროულად და ვიდეოც აეგო.რადგან ამით ნიჟარაძეს კი არ დაამცირებდა მის ,,კაიკაცობას" დაამტკიცებდა...
vai sircxvilo
27 იანვარი 2016 22:43
0
ჩემი აზრით ამის გამკეთებელი რაგბის არცერთი მოთამაშე არ არის. მე თითს გავიშვერდი ზოგიერთი სპორტული ჟურნალისტისკენ, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან პოლიტიკური გადახრებისა და ინტრიგებისაკენ მოდრეკილებით. მხოლოდ ის არის საინტერესო საიდან მოხვდა მათ ხელში ეს ჩანაწერი.
devi
27 იანვარი 2016 14:43
0
ყოფილი რაგბისტი და მენეჯერი ძალიან დიდი გამოცდილებით, რომელიც მახსოვს ავიაკომპანია ორბიდან ერთმანეთს არ შეედრება, მაგრამ დღეს დიდი ქაოსია, პატივს არ სცემენ ჭკვიან ხალხს, ფეხბურთის ფედერაცია ავიღოთ, გამოდის კობიაშვილი და ამბობს მოვხსენი (სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს) ცხადაძე და აზრზე არ არის ვის დანიშნავს, ნეტა ვინ რას გეკითხება ვისაც იტყვის დიდი ბიძინა იმას დანიშნავენ. ვაი ჩვენ პატრონს ნეტა რა გვეშველება.
ნათია
27 იანვარი 2016 10:23
0
აქედანვე ეტყობა ყველაფერს რო აბუ-ს რაგბის კავშირის შენობებთან 100 მეტრით მიახლოება უნდა აუკრძალო
giga
27 იანვარი 2016 10:09
0
ერთადერთი ყველაზე სუფთა და კაცური სპორტული კავშირი და არაკაცები ცდილობენ მის გასვრას და გაბინძურებას.
რა გინდათ ხალხო(თუ ხალხი ხართ)პირად ამბიციებს ნუ შესწირავთ ამ შესანიშნავ სპორტს და მის წარმატებულ და პატიოსან მესვეურებს.
რაც გიამ გააკეთა ქართული რაგბისთვის ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, არავის არც ერთ სპორტში არ გაუკეთებია.ვიღაცასგინდათ ამ წარმატებული საქმის ხელში ჩაგდება.სინდისი იქონიეთ არკაცებო
zuba
27 იანვარი 2016 09:09
0
გამგები გაიგებდა, ზედგენიძე ამ სიბინძურესთან ალბათ მართლაც არანაირ კავშირშიარააა, ეს აბუმ ვერ მოინელალ და გადახარშა წაგება. გამწარებულმა კი თავის სახეც გამოაჩინა...
vai sircxvilo
26 იანვარი 2016 23:17
0
ჯიგარი კაცი, საქმის მცოდნე და კარგი მენეჯერი. გენაცვალე ჯიგარში გია!
g
26 იანვარი 2016 18:11
0
ჯერ არ მოსულხართ და რა აამყრალეთ სიტუაცია თქვენც და კობიაშვილმაც, ფუჰ თქვენი, ესაა რაგბის საძმო?
ბმბ
26 იანვარი 2016 18:04
0
მაგიტომაც ხარ კაცი კაცური, და პატივსაცემი პროფესიონალი
რეზო
26 იანვარი 2016 17:50
0

სიახლეები პოპულარული