Sportall.ge-ს გამოკითხვა: უმრავლესობის აზრით, საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის

AutoSharing Option
Sportall.ge-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის.

ჩვენს საიტზე გამოკითხვა: "მზად არის თუ არა საქართველო ექვსი ერისთვის?" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 849 ადამიანმა მიიღო.

72.9%-ის აზრით (619), საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის, ხოლო 9.1%-ის (77) აზრით, საქართველო ამ ტურნირისთვის მზად არ არის.

18%-ის (153) აზრით კი, საქართველო ექვსი ერისთვის მზად ჯერ არ არის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ შიდა ჩემპიონატია გასაძლიერებელი რეზერვი რომ იყოს,ხალხი ენტუზიაზე თამაშობს.რეგიონებშია გასატანი რაგბი.ეს 4 წელი ზუსტად ამისთვის უნდა გამოვიყენოთ დრო არ უნდა დავკარგოთ.ჯერ ადრეა კიდევ როგორც მამუკა გიორგაძე ამბობს ჩვენი იქ მიღება
besa
16 თებერვალი 2016 15:36
0
123-ს. მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საერთოდ არ უნდა დაეწყო ქართველებს რაგბის თამაში. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დრო. მჯერა, დადგება ის დრო, როცა საქართველო უმაღლეს დონეზეც ითამაშებენ, მაგრამ, ჯერ ამისათვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე მირჩევნია, რაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ ექვსი ერისა და სხვა რეგიონის გუნდებს და ავიმაღლოთ კიდევ უფრო კლასი, ვიდრე დაგვრთონ უფლება ექვს ერში თამაშის და ვიყოთ სულ მაჩანჩალას როლში. მაშინ კი მართლაც შეიძლება მოტივაცია დაიკარგოს. "მოთმინებითა თავადო, მოთმინებითა,,.."
begi
16 თებერვალი 2016 10:58
0
როგორც ყოველთვის ქართველები ოცნებებში დაფრინავენ და არა რეალური სიტუაციიდან გამომდინარე. მზად არა ................დაიწყოს ტესტმატჩების ჩატარება ექვსი ერის გუნდებთან და ნახავთ, არის თუ არა მზად. დარწმუნებული იყავით 10 წელი ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებენ. შემთხვევით კი ყველაფერი ხდება. იტალიას რომ წამოკრავთ ხოლმე თავზე ხელს, ნახეთ რა ეთამაშა საფრანგეთს. მხოლოდ 2 ქულით წააგო და ისიც ბოლო წუთზე. შეხვდით ფრანგებს და ვნახოთ.. კი ბატონო. ასე რომ ჯერ კიდევ შრომა და შრომააააააააა. რაც ყველაზე მთავარია, ბევრი ტესტთამაში ამ გუნდებთან.
gela
16 თებერვალი 2016 10:51
0
რაც ცხადი არის ერთა თასისითვის უკვე ნამდვილად გადაზრდილები ვართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოტივაციის დაკარგვა და გაჩნდეს უპერსპექტივობის შეგრძნება ქართული რაგბის განვითარებისთვის აუცილებელი არის უფრო მაღალი დონის გუნდებთან ტურნირში თამაში
123
16 თებერვალი 2016 09:22
0
სხვანაირად რომ დაგესვათ კითხვა შედეგიც სხვანაირი იქნებოდა. მაგალითად "იმსახურებს თუ არა საქართველო ექვს ერში თამაშს"?
ასე რომ ეს გამოკითხვა ჩემი აზრით დიდს არაფერს აჩვენებს
ალადასტური
15 თებერვალი 2016 19:45
0
არას და ჯერ არას შორის რამე განსხვავებას ხედავთ? ამ გამოკითხვით თუ წყდება ეს საქმე მაშინ რა გვენაღვლება :)
tegernako
15 თებერვალი 2016 18:53
0

სიახლეები პოპულარული