Sportall.ge-ს გამოკითხვა: უმრავლესობის აზრით, საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის

AutoSharing Option
Sportall.ge-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის.

ჩვენს საიტზე გამოკითხვა: "მზად არის თუ არა საქართველო ექვსი ერისთვის?" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 849 ადამიანმა მიიღო.

72.9%-ის აზრით (619), საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის, ხოლო 9.1%-ის (77) აზრით, საქართველო ამ ტურნირისთვის მზად არ არის.

18%-ის (153) აზრით კი, საქართველო ექვსი ერისთვის მზად ჯერ არ არის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ შიდა ჩემპიონატია გასაძლიერებელი რეზერვი რომ იყოს,ხალხი ენტუზიაზე თამაშობს.რეგიონებშია გასატანი რაგბი.ეს 4 წელი ზუსტად ამისთვის უნდა გამოვიყენოთ დრო არ უნდა დავკარგოთ.ჯერ ადრეა კიდევ როგორც მამუკა გიორგაძე ამბობს ჩვენი იქ მიღება
besa
15:36 16-02-2016
0
123-ს. მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საერთოდ არ უნდა დაეწყო ქართველებს რაგბის თამაში. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დრო. მჯერა, დადგება ის დრო, როცა საქართველო უმაღლეს დონეზეც ითამაშებენ, მაგრამ, ჯერ ამისათვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე მირჩევნია, რაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ ექვსი ერისა და სხვა რეგიონის გუნდებს და ავიმაღლოთ კიდევ უფრო კლასი, ვიდრე დაგვრთონ უფლება ექვს ერში თამაშის და ვიყოთ სულ მაჩანჩალას როლში. მაშინ კი მართლაც შეიძლება მოტივაცია დაიკარგოს. "მოთმინებითა თავადო, მოთმინებითა,,.."
begi
10:58 16-02-2016
0

სიახლეები პოპულარული