Sportall.ge-ს მკითხველი ლევან კოღუაშვილი მილტონ ჰეიგისგან ავტოგრაფებიან ბურთს მიიღებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მილტონ ჰეიგმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია.

მილტონ ჰეიგის აზრით საუკეთესო კითხვის ავტორი ლევან კოღუაშვილი გახდა. კოღუაშვილის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა:

"საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა უცხოელმა სპეციალისტმა დაიჩივლა, 11 ქართველის ერთ მუშტად, გუნდად შეკვრა ურთულესი საქმეაო - ხაზი უდისციპლინობას გაუსვა. ძალიან საინტერესოა, თქვენ როგორ შეძელით 15 ქართველის ჰარმონია?"

ლევან კოღუაშვილი მილტონ ჰეისგან "ბორჯღალოსნების" ავტოგრაფებიან ბურთს მიიღებს.

"ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მილტონ ჰეიგმა პასუხი მხოლოდ იმ კითხვებს გასცა, რომელსაც
ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა, 4-5 კითხვა კი უპასუხოდ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული