ფრანგი მილიარდერი ქართული რაგბისთვის - დღეს თბილისს მოედ ალტრადი ეწვევა

AutoSharing Option
დღეს, 17 მარტს, თბილისს ეწვევა ფრანგი მილიარდერი მოედ ალტრადი, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია. ამიტომაა,  მას სპორტულ სამყაროში "რაგბის ბედუინს" რომ უწოდებენ.

მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარებისთვისაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე კლუბ "მონპელიეს".

თბილისში ვიზიტისას ის გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბ "აიასთან".

მემორანდუმით გათვალისწინებულია რაგბის აკადემიისა და ქუთაისის "აიას" განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საწვრთნელი მატჩების ორგანიზება,
საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლებისთვის, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და რაგბის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მონპელიეში" თამაშობენ საქართველოს ნაკრების პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ამავე კლუბის ღირსებას იცავდნენ მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე, გიორგი ჟღენტი და გაგი ბაზაძე.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
თვალები გაახილე, თუ იცი ბიძოს დაფინანსებით რამდენი გაკეთდა რაგბის განვითარებისთვის. ნუ ხართ უმადურები
gios
17 მარტი 2016 13:08
0
როგორი გაუტანლები ხართ, ზოგიერთი კაცმაცუნები, ოღონდ ქართველზე აუგი თქვათ, უცხოელს ფეხქვეშ დაეფინებით, სულით მონებო და მათხოვრებო!ეს კაციც დაეხმაროს, დიდი მადლობა მას ამ სულისკვეთებისათვის! ბატონი ბიძინა ხომ ისედაც უწყობს ხელს! თქვენისთანებს გასაცემი არაფერი აქვს, გარდა ბოღმისა და სიძულვილისა - ნუ გასცემთ, დაიტოვეთ, თქვენი იყოს!
ubralod Tbiliseli
17 მარტი 2016 13:05
0
მეგობრებო,ნუ მიწყენთ,მაგრამ თხოვნა მაქვს თქვენთან ერთი:მოვეშვათ [სპორტში მაინც]წამოძახებას-აბა იმან რა გააკეთა,აბა იმან ეს რატომ არ გააკეთა და ა.შ.ანდა წინდაწინ რაღაც მოვლენების განსჭვრეტა და ასე გაკეთებული ,,პროგნოზებით" ვიღაცის დადანაშაულება.რაგბისთან კავშირი არ აქვს,მაგრამ ...გუშინ დანიშნეს საფეხბურთო ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი და უკვე იმდენი ,,გენიოსი" კრიტიკოსი გამოჩნდა საქართველოში,რომ...მიხარია კაცმა ქართული რომ არ იცის და ვერ კითხულობს.საქართველოში რომ ჰკითხო ყოველთვის ყველას შეეძლო უკეთესი გუნდი შეექმნა,ვიდრე ამას ანდრო ჟორდანია და ნოდარ ახალკაცი აკეთებდნენ.ყველას აქვს თავისი აზრი,პოლემიკაც საჭიროა,მაგრამ ქართული მაკსიმალიზმი ხშირად აფუჭებს საქმეს.მოდი ,საკუთარ აზრს ნუ ჩავთვლით ერთადერთ ჭეშმარიტებად და სპეციალისტებს თავისი საქმის მშვიდად კეთების საშუალება მივცეთ.
გიორგი
17 მარტი 2016 13:01
0


გიოს
,,მიუხუის,, დროს ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ გაიზარდა ყველა სპორტის დაფინანსება,გიმეორებ--ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ და დღეს რომ ქართველი სპორტსმენები წარმატებებს თითქმის ყველა სპორტში აღწევს...ეს ს წ ო რ ა დ ნაც-ების ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს დამსახურებაა სპორტის მიმართ და რაც შეეეხება კონკრეტულად რაგბს-

2009 წლიდან არსებობს რაგბის დაფინანსების ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო პროგრება,რომლის დაფინანსება 40-მილიონამდე ავიდა...

ფ ა ქ ტ ი უნდა აღიარო და სიძულვილმა ობიექტურობა არ უნდა დაგაკარგვონოთ!!!

რაც შეეხება თქვენს .. ,,ბიძოს,,...დიახ რაგბის დაფინა ნსებაში მასაც მიძღვის წვლილი !!!

მაგრამ

ისიც აშკარაა...მისი ამ დაფინანსებებით ,,ავტორიტეტის,, მოპოვებისათვის და არჩევნებში გამარჯვებისათვის...შედეგად - მის მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა უკიდურესად დააკნინა და ქართველობა სერიოზულად გ ა ა ღ ა ტ ა კ ა,თან უპერსპექტივობის დამოკიდებულებაც დაამკვიდრეს ...

რაც მხოლოდ ჩრდილოელი რუსის ინტერესებებში შედის და თუ ასე გაგრძერლდა
მცირე დროში
სპორტის დაფინანსებაც თავისთავად შ ე მ ც ი რ დ ე ბ ა,რაც მის შედეგებზეც ა ი ს ა ხ ე ბ ა(!)

ამას მომავალში ერთად დავინახავთ!!!
glaxuna
17 მარტი 2016 12:56
0
ხო ბიძოს ხომ მტრობის მეტი არაფერი არ უკეთებია ქართული რაგბისთვის! არც მე არ ვხუმრობ
levani
17 მარტი 2016 12:38
0
არა მიხუი შეუწყო ხელი რაგბის განვითარებას
გიოს
17 მარტი 2016 12:36
0
იმედია ბიძო თავისი "ქართუ ბანკით" არ შეუშლის ხელს. არ ვხუმრობ.
gio
17 მარტი 2016 12:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული