ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნები 1 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხელოვნურსაფარიანი კი სპორტსმენების სავარჯიშოდ მოეწყობა.
კომპლექსი აღიჭურვება საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, ვი-აი-პი, პრესისა და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგკონტროლის კაბინეტებით. სარაგბო კომპლექსის ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს.
სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის "საქველმოქმედო ფონდი ქართუ" 6 მილიონ ლარს გამოჰყოფს. კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"