თელავში ევროპული სტანდარტების სარაგბო სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
თელავში, კავკასიონის გამზირზე, ევროპული სტანდარტების სარაგბო სტადიონი აშენდება. პროექტის მიხედვით, ამ სპორტულ ბაზაზე ორი სტანდარტული სათამაშო მოედანი განთავსდება.

ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნები 1 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხელოვნურსაფარიანი კი სპორტსმენების სავარჯიშოდ მოეწყობა.

კომპლექსი აღიჭურვება საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, ვი-აი-პი, პრესისა და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგკონტროლის კაბინეტებით. სარაგბო კომპლექსის ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს.

სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის "საქველმოქმედო ფონდი ქართუ" 6 მილიონ ლარს გამოჰყოფს. კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული