ციმბირელები რუსთავში - "ლელომ" და "კრასნი იარმა" მართვადი თამაში გამართეს

AutoSharing Option
რუსთავის სარაგბო სტადიონმა საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონების ერთობლივ ვარჯიშს - მართვად თამაშს უმასპინძლა. "ლელომ" და "კრასნი იარმა" გუნდები შერკინებად და უკანა ხაზად დაყვეს და ერთად ივარჯიშეს. მორკინალები რიგრიგობით შერკინებებსა და დერეფნებს ათამაშებდნენ, ხაზი კი მოედნის მეორე მხარეს კომბინაციებს ამუშავებდა.

ფორვარდებმა და ბექებმა ცალ-ცალკე ვარჯიშით გული რომ იჯერეს, გუნდები გაერთიანდნენ და ერთობლივი ვარჯიში მართვადი თამაშით დაასრულეს. ამ დროს გუნდები კვლავ რიგრიგობით უტევდნენ, თუმცა ამ დროს მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობა ეძლეოდა.

შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარი" წინასასეზონო შეკრებაზე საქართველოში 5 აპრილს ჩამოვიდა და რუსთავის
სარაგბო სტადიონზე ემზადება. აღსანიშნავია, რომ ციმბირელებს უნდა ეთამაშათ რაგბის კლუბ "არმიასთან", მაგრამ ამ უკანასკნელის საკადრო პრობლემების გამო 10 აპრილს დაგეგმილი მატჩი არ შედგა.

საგულისხმოა, რომ "კრასნი იარში" წლეულს ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელმაც კრასნოიარსკელების შემადგენლობაში ივარჯიშა.

შეკრების დასრულებამდე ციმბირული კლუბი სამი საკონტოლო მატჩის გამართვას გეგმავს. პირველს იარელები 15 აპრილს ასევე რუსთავის სარაგბო სტადიონზე, თბილისის "აკადემიას" წინააღმდეგ გამართავენ. დანარჩენ ორ მატჩში სტუმართა მეტოქეები,  სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატის პირველი საპლეიოფო ტურის შემდეგ გაირკვევა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ აპოლიტიკური ორგანოა, ზოგადად რუსეთის რაგბის კავშირი რატომ ათამაშებს ყირიმის გუნდებს? ჩვენის მხრივ კი, მარტო უკრაინ, უკრაინას ძახილი არ გამოდგება, საქმითაც დავამტკიცოთ მხარში დგომა, რატომ მიიღეს ასეთი გუნდი საქართველოში? ვისაც ეკუთვნის გაგვეცით პასუხი. კი არ გთხოვთ , მოვითხოვთ!!! პ. ს . თუმცა ვისგან ვითხოვ, ერთი კაცის ნაკეთებივით არიან , თითქმის ყველა სფეროში. ასეა ბაბაია.
gela
11:47 19-04-2016
0
ესენი თავის ჩემპიონატში ყირიმის გუნდებს ათამაშებენ. ეგ რას ნიშნავს? საერთოდ ამათ არ უნდა გავეკაროთ.
0

სიახლეები პოპულარული