ფორვარდებმა და ბექებმა ცალ-ცალკე ვარჯიშით გული რომ იჯერეს, გუნდები გაერთიანდნენ და ერთობლივი ვარჯიში მართვადი თამაშით დაასრულეს. ამ დროს გუნდები კვლავ რიგრიგობით უტევდნენ, თუმცა ამ დროს მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობა ეძლეოდა.
შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარი" წინასასეზონო შეკრებაზე საქართველოში 5 აპრილს ჩამოვიდა და რუსთავის
საგულისხმოა, რომ "კრასნი იარში" წლეულს ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელმაც კრასნოიარსკელების შემადგენლობაში ივარჯიშა.
შეკრების დასრულებამდე ციმბირული კლუბი სამი საკონტოლო მატჩის გამართვას გეგმავს. პირველს იარელები 15 აპრილს ასევე რუსთავის სარაგბო სტადიონზე, თბილისის "აკადემიას" წინააღმდეგ გამართავენ. დანარჩენ ორ მატჩში სტუმართა მეტოქეები, სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატის პირველი საპლეიოფო ტურის შემდეგ გაირკვევა.
რაგბის კავშირის პრესსამსახური