შვიდკაცა: საქართველოს ნაკრებმა მოსკოვის გრან პრის სინის ფინალი დათმო

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარეობს რაგბი ევროპის გრან პრის სერიის პირველი ტურნირი შვიდკაცაში.

საქართველოს ნაკრები ჩ პულში თამაშობდა, სადაც ჯერ დიდი ბრიტანეთის პირველ ნაკრებთან წააგო 7:17. შემდეგ ჩვენი ნაკრები 5:12 დამარცხდა რუსეთის ნაკრებთან, ხოლო პულის ბოლო მატჩი 7:0 მოუგო ლიტვას.

ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის მე-2 ნაკრებს შეხვდა, ეს მატჩიც წააგეს ჩვენებმა - 0:36.

ჩვენი გუნდი სინისთვის (მე-5 ადგილი) ბრძოლაზე გადაერთო, რომლის ნახევარფინალში ესპანეთი 10:7 დაამარცხა. ჩვენებიდან ლელო ლევან გოგოლაშვილმა დადო. აღსანიშნავია, რომ ტაიმი 7:7 მორჩა და გადამწყვეტი
მამუკა ნინიძის ჯარიმა გამოდგა.

სინისთვის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის პირველ ნაკრებს შეხვდა. ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 7:5 მოიგეს. ლელო ზურაბ ძნელაძემ გაიტანა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ბრიტანელებმა იძალეს, 15:12 მოიგეს და სინიც მათ დარჩათ. ქართველთა მეორე ლელო რამაზ ხარაზიშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა კი მოსკოვის შვიდკაცა მე-6 ადგილზე დაასრულა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მწვრთნელის შეცვლაზე ვიფიქრებდი.
1 ტაიმიანი რომ ყოფილიყო ჩემპიონები გავხდებოდით :-)
Vakhtangi
22:44 05-06-2016
0

სიახლეები პოპულარული