მათ შორის, თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ, რომელიც რაგბი ევროპისა და მსოფლიო რაგბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გენერალურ ასამბლეას წარუძღვება.
96-ე გენერალური ასამბლეა 24 ივნისს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 10:30 სთ-ზე დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება. 25 ივნისს კი შეხვედრა 09:00 სთ-ზე დაიწყება.
საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან კონგრესის გახსნაზე სიტყვით წარდგება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ასევე,
კონგრესზე განსახილველი საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურნირების განრიგების დაგეგმვა იქნება. დელეგატები ასევე მოისმენენ რაგბი ევროპის წლიურ მოხსენებას. შეკრების ყველაზე მთავარი მოვლენა კი რაგბი ევროპის კომერციული უფლებების ცენტრალიზაციის ხელშეკრულების გაფორმება იქნება.
ასევე, განიხილება რიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საკითხიც, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარების სტრატეგიულ ნაწილად მიიჩნევა.
წყარო: rugby.ge