"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ტურნი ისე დაასრულეს გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ - 7:12, ჩვენმა გუნდმა ერთიდაიგივე შედეგით, 12:12 დაასრულა შეხვედრები ლიტვისა და რუსეთის ნაკრებებთან.
ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების მიუხედავად საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებს მაინც მიეცა შესაძლებლობა თასისთვის, ანუ პირვცელობისთვის ბრძოლა განეგრძო. თუმცა, თასისთვის მეოთხედფინალში "ბრიტიშ როიალზთან" დამარცხდა 7:24.
ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი სინისთვის ბრძოლაში ჩაება და ნახევარფინალში "ბრიტიშ ლაიონზთან" წააგო - 7:22.
გრან პრის ეტაპი
საქართველო-ესპანეთი 7:12
საქართველო-ლიტვა 12:12
საქართველო-რუსეთი 12:12
მეოთხედფინალი
საქართველო-როიალზი 7:24
სინის ნახავრაფინალი
საქართველო-ლაიონზი 7:22
VII ადგილისთვის
საქართველო-იტალია 0:7
საქართველოს ნაკრები: დავით ლოსაბერიძე, იოსებ კიკვიძე (ორივე-აია), რევაზ ჯინჯიხაძე, მამუკა ნინიძე (ორივე-ჯიქი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ნიკა გიგაური (არმაზი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), ბექა ურჯუკაშვილი (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე, ირაკლი გეგენავა (ორივე-ყოჩები).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"