წყვილი საოპერაციოდ და რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათ დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომრები გაიხსნა. Ambebi.ge მათ მეგობარს, ანუკა ქებურიას დაუკავშირდა:
- გიორგის და ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, მათ სჭირდებათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ შევქმენით სპეციალური ნომრები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, მათ დაეხმარონ.
- რა დაზიანებები აქვთ?
- გიორგის ფეხზე აქვს
- ფუძის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა თუ არა?
- გარედან აქვს, შიგნიდან არ არის დაზიანებული, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამიტომ ვისაც სურვილი და საშუალება აქვს, ვთხოვთ, დაგვეხმაროს.
ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 მიმღები: დავით ლომინაძე. ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი.
21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრავმების გამო დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
წყარო: Ambebi.ge