ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
გიორგი ლომინაძის ძმის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია, თუმცა ორივე მათგანს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ოპერაცია სჭირდება.
21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, მისი მეუღკე ანანო
ipn.ge