ფრე, რომელიც მოგების ტოლფასია

AutoSharing Option

ყოჩები-აკადემია 9:9
ყოჩები: (15-9) მახარაშვილი, ნიჟარაძე, პ.მაისურაძე, კობერიძე, გეგენავა, კვარაცხელია (ვასაძე 60), ბეგაძე (ხელაძე 72). (1-8) ანთაძე, მამუკაშვილი, ხოსიტაშვილი, ბელაშვილი, გრძელიშვილი, ცხვედიანი, ტყეშელიაძე, ნიკოლაიშვილი (ილაევი 70).
3ს: გეგენავა
აკადემია: (15-9) დავითაშვილი, გოგოლაშვილი, წასიძე, მოლოდინაშვილი, ჭუაძე, მარგიანი, ქოპილაშვილი. (1-8) ზაქაშვილი (დიაკონიძე 73), მეკოკიშვილი, ღამბაშიძე, ნებულიშვილი (ხარაძე 78), გაჩეჩილაძე, ნიბლაძე, გოგოლაძე (ობოლაძე 62), ჩხიკვაძე
3ს: მეკოკიშვილი
მსაჯი: თ. ჩორგოლეიშვილი

საქართველოს თასის წლევანდელ გათამაშებაში, გადატვირთული სეზონის გამო, მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები ასპარეზობენ. შეჯიბრება მეოთხედფინალური შეხვედრებით გაიხსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბულ, საინტერსო ბრძოლებში წარიმართა. მატჩებმა,
ნაწილობრივ, შესაძლებელი გახადა ზოგადი დასკვნები გაგვეკეთებინა, რომელი გუდი, რამდენად კარგად მომზადებული შეხვდა სეზონს.

"შევარდენის სანაკრებო ბაზის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთს თბილისური გუნდები "ყოჩები" და "აკადემია" დაუპირისპირდნენ. მეტოქეებმა სამ-სამი საჯარიმო გაიტანეს და შეხვედრა ფრედ 9:9 დასრულდა.

"ყოჩები" თამაშს მოძალებული პრობლემებით შეხვედნენ. გუნდი სეზოის წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ზედ თამაშმდე კი ორი პირველხაზელი ბაჩანა გოგიშვილი და გიორგი ნიჟარაძე, მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი დაუშავდა.

"აკადემია" ტრადიციულად თავისი აღზრდილებით მოღონიერდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში გარკვეულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო. აკადემიელებმა, შეიძლება ითქვას, პირწმინდად წააგეს დერეფანი, რაც მეტოქემ სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ორივე გუნდი ხშირად სცოდავდა, ბურთის წინ გავარდნა, თერნოვერი თამაშში უხვად იყო, რაკში, მიწაზე თამაშის დროსაც ხშირად არღვევდნენ წესს. ანგარიში "აკადემიამ" მე-9 წუთზე გახსნა - 3:0. ხელსაყრელი პოზიციიდან შეკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა.

"ყოჩებს" ანგარიშის გაქვითვის საშუალება მაელევე მიეცათ, თუმცა ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა საჯარიმო ვერ გაიტანა. სამქულიანი სახვაობა ტაიმის 35- წუთამდე შენარჩუნდა. მეკოკიშვილმა საჯარიმოდან კიდევ ერთხელ გაიტანა - 6:0, რაზეც "ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ საჯარიმოთივე უპასუხა - 3:6.

პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა მაინც აკადემიელებმა თქვეს. თავი ისევ მეკოკიშვილმა გამოიჩინა - 9:3, ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ "ყოჩები" უფრო გააქტიურდნენ და 57- წუთისთვის გეგენავამ ორი საჯარიმოს წყალობით ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 9:9. მატჩის ბოლო 15 წუთში ინიციატივა "აკადემიამ" იგდო ხელთ, თუმცა "ყოჩები" დაცვაში ყურადღებით ირჯებოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ წესი არ დაერღვიათ.

საბოლოოდ თამაში, როგორც უკვე ვთქვით, ფრედ 9:9 დასრულდა, რამაც ნახევარფინალის საგზური, დებულების თანახმად, "ყოჩებს" მოუტანა. ვინაიდან ამ შეხვედრაში გუნდებს ყველა მაჩვენებელი (ლელოები, ყვითელი ბარათები) თანაბარი ჰქონდათ, უპირატესობა იმ გუნდს მიენიჭა, ვინც შარშანდელ ჩემპიონატში უკეთესი ადგილი დაიკავა. "ყოჩები" შარშან მე-3 იყო, "აკადემია" კი მე-6.

"ყოჩების" მეტოქე ნახევარფინალში იქნება თასის ამჟამინდელი მფლობელი "ლელო", რომელმაც იქ თამაშის უფლება უბრძოლველად მოიპოვა. "არმაზმა" თამაშზე უარი განაცხადა.
საინტერესო და დაძაბული გამოდგა მატჩი "ავჭალის" სატადიონის სათადარიგო მოედანზე, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "ლოკომოტივი" და დებიუტანტი "არმია" დაუპირისპირდნენ.

თამაში არმიელთა გამარჯვებით დასრულდა - 11:9 და ახლა, ნახევარფინალში ქუთაისის "აიას" შეხვდება, რომელმაც ვანში დიდი ანგარიშით მოუგო რუსთავის "ხარებს" - 50:0.


საქართველოს თასი
მეოთხედფინალი
არმია-ლოკომოტივი 11:9
აია-ხარები 50:0

ნახევარფინალი.
25 ივნისი
აია-არმია, ყოჩები-ლელო

2 ივლისი
არმია-აია, ლელო-ყოჩები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული