ამასთან, ლივერმონმა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალსიტების, "ტულუზისა" და "მონპელიეს" მორაგბეებს დამატებითი ფიზიკური და სამედიციონო შემოწმების გავლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა სიიდან შეკრებაზე ჯერჯერობით არ იმყოფებიან ორელიან რუჟერი და ტომას დომინგო. ისინი ტრავმირებულნი არიან.
შეკრების მეორე დღეს ნაკრების საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენ პიერ კამიუს
ფრანგთა გუნდი მზადების ოთხ ეტაპს, სამშობლოში, ოთხ სხვადახვა ქალაქში გაივლის. ამ დროის განმავლობაში უნდა გაირკვეს მოიშუშებენ თუ არა მიკრო ტრავმებს დიმიტრი სზარჟევსკი, ვილიამ სერვა, ფაბიენ ბარსელა, მაქსიმ მერმოსი და დამიენ ტრაი. მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე საფრანგეთის ნაკრები აგვისტოს მეორე ნახევარში ორჯერ ეთამაშება ირლანდიის ეროვნულ გუნდს. რის შემდეგაც ლივერმონი იმ 30 მორაგბის ვინაობას განაცხადებს, ვინც ახალ ზელანდიაში ვებ ელისის თასისთვის იბრძოლებს.
საფრენგეთის ნაკრები
პირველი ხაზი: ვილიამ სერვა, დიმიტრი სზარჟევსკი, ფაბიენ ბარესელა, ტომას დომინგო, ჟან-ბატისტ პუ, ლუკ დუკალკონი, ნიკოლას მასი, სილვენ მარკონე.
მეორე ხაზი: პასკალ პაპე, ჟულიენ პიერი, რომან მიო-შლუსკი, ლიონელ ნალე.
მესამე ხაზი: ჟულიენ ბონერი, იმანოლ არინორდოკი, ტიერი დუსოტუარი, ფულენსე უოდრაოგო, რაფაელ ლაკაფია,ლუი პიკამოლი.
#9: მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი
#10: დავიდ სკრელა, ფრანსუა ტრინ-დუკი
#12-13: ფაბრის ესტებანესი, მაქსიმ მერმოსი, დავიდ მარტი, ორელიან რუჟერი.
#11-14: ალექსის პალისონი, ვინსან კლერი, იონ უგე, სერდიკ ემონსი.
#15: მაქსიმ მედარი, დამიენ ტრაი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ლე ბლეს" თავკაცმა მარკ ლივერმონმა საწვრთნელ ცენტრ "მარკუსიში" 33 მორაგბე შეკრიბა