ჯერ უკრაინელებზე ვთქვათ. ამ მატჩში პირველად უთავკაცა მასპინძელთა გუნდს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ზაზა ლეჟავამ. უკრაინის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კი ორმა ქართველმა ითამაშა, ცხრა ნომერმა ზურაბ კიკაჩეიშვილმა და მესამეხაზელმა ჯაბა მალაღურაძემ, რომელიც ახლახან გასაჭირში ჩავარდნილ მშობლიურ გუნდს, თბილისის "ყოჩებს" დაუბრუნდა.
რუმინელებისთვის უკრაინის ნაკრებთან მატჩი ცუდი სპარინგი არ გამოვიდა. "სტეჟარის" ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ტრავმირებული შერკინების კვაჭი მარიუს
რუმიენთის ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი რობერ ანტონენი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა ვინაობას დღეს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ "სტეჟარი" პირველ მატჩს ახალ ზელანდიაში, 10 სექტემბერს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბორჯღალოსნებს" კი რუმინელები 28 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.
უკრაინა- რუმინეთი 16:41
უკრაინა: 15. ვიტალი კრასნოდემსკი, 14. მაქსიმ კრავჩნკო, 13. სერგეი გარკავი, 12. პაველ მასიუკოვი, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სერგეი შუკინი, 2. ნიკოლაი კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. რუსლან რადჩუკი, 6. ალექსეი ნოვოკრეშენვი, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
16. ევგენი ჩაიკა, დიმიტრი ფედშინი, 18. ალექსანდრ პოლიანსკი, 19. ვლადისლავ გარბოვსკი, 20. ალექსანდრ ლომაკინი, 21. სერგეი მონასტირიოვი, 22. დენის მაიუკოვი.
ლ: ჩაილა. 3ს,გ: კოსარევი
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. კტალინ ნიკოლაე, 13. იონუც დომოფტე, 12. კონსტანტინ გეარა, 11. კატალინ ფერკუ, 10. დანუც დუმბრავა, 9. ლუჩიან სირბუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ბოგდან ზებეგა, 3. პაულიკა იონი, 4. კრისტიან პეტრე, 5. კოსმინ რატიუ, 6. სტელიან ბურეა, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი რადოი, 17. დრაგოშ დიმა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. მიჰაი მაკოვეი, 20. ფლორინ სურუჯუ, 21. ფლორინ ვლაიკუ, 22. სტეფან ჩუნტუ.
6ლ: ნიკოლაე, დუმიტრაში, ფერკუ, გეარა, სურუჯუ, რატიუ. 4გ,ს: დუმბრავა.
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"