შეგახსენებთ, რომ სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა კუპერი სამხრეთ აფრიკასთან გასულ უქმეებზე ბრისბენში გამართულ მატჩში მეტოქისთვს განზრახ ტრავმის მიყენების მცდელობისთვის ორკვირიანი დიკვალიფიკაციით დასაჯა. ავსტრალიის რაგბის კავშირმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და კუპერისთვის მხოლოდ ფულადი ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
სააპელაციო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პიტერ ჰობსი (ახალი ზელანდია), ტერი ვილისი (ავსტრალია) და პიტერ ინგვერსენი (სამხრეთ აფრიკა), ავსტრალიელთა არგუმენტები ყურადღებით გააანალიზა და ხანგრძლივი განსჯის შემდეგ დისკვალიფიკაცია ძალაში
ამრიგად, ქუადე კუპერი ავსტრალიის ნაკრებში თამაშს მხოლოდ 8 აგვისტოს შემდეგ შეძლებს. შესაბამისად, მას "ვოლაბების" ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს ახალი ზელანდიის ნაკრებთან - 31 ივლისს მელბურნში და 7 აგვისტოს სტუმრად ქრაისთჩერჩში.